ქუთაისში , გზების კაპიტალური რეაბილიტაციის პარალელურად, გრძელდება ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების პერიოდული შეკეთება
28.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში , გზების კაპიტალური რეაბილიტაციის პარალელურად, გრძელდება ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების პერიოდული შეკეთება. ამ ეტაპზე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარეობს კორპუსებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე კეთდება ასფალტო-ბეტონის საფარი. მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ლეჟავას ქუჩის #2 , #4 კორპუსებთან და გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ფოლკლორის სასახლის მიმდებარედ. წლის ბოლომდე, ქალაქის სხვადასხვა უბანში 3 ახალი, მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყობა. გამსახურდიას ქუჩის მე-3 შესახვევში დასრულდა მინი სპორტული მოედნის მოწყობა. სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია ლადო ასათიანის და თამარ მეფის ქუჩებზეც. სამუშაოებს ასრულებს შპს „თეგიკა უნივერსალი“. სამივე მოედნის მოსაწყობად ჯამში 244 641 ლარი დაიხარჯება