იუსტიციის სახლები წინასწარი დაჯავშნის გარეშე 50.000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურნენ
28.10.2021
უკან დაბრუნება
იუსტიციის სახლები წინასწარი დაჯავშნის გარეშე 50.000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურნენ ჯავშნის საჭიროება იუსტიციის სახლებში 25 ოქტომბერს მოიხსნა და გამარტივებული მომსახურებით პირველივე დღეს 20.000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. დღეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა წყალტუბოსა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოინახულეს და ჯავშნის გარეშე სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნენ. წინასწარი ჯავშნის მოხსნის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდასა და მოქალაქეების მხრიდან მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნას უკავშირდება. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, თავად აირჩიონ ვიზიტისთვის სასურველი დრო. რიგის მართვა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება, მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი.