ეროვნული მოძრაობის წევრებმა და ზვიად გამსახურდიას იდეის მომხრეებმა 9 აპრილის მემორიალთან ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს
28.10.2021
უკან დაბრუნება
ეროვნული მოძრაობის წევრებმა და ზვიად გამსახურდიას იდეის მომხრეებმა 9 აპრილის მემორიალთან ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნეს- დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატრიოტის, ილია ჭავჭავაძის 184 წლის იუბილე და 1990 წლის 28 ოქტომბრიდან გასული 31 წლისთავი.
31 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში მიიღეს დემოკრატიული მრავალპარტიული საარჩევნო კანონი, რომლის საფუძველზეც ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი პოტენციალის თანაბრად გამოვლენის საშუალება მიეცა. სწორედ ამ თარიღით დაიწყო არჩევნების ციკლი საქართველოში. 1990 წლის 28 ოქტომბერს პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ.