ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი 18 დაწესებულებიდან 9 საგანმანათლებლოა
27.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი 18 დაწესებულებიდან 9 საგანმანათლებლოა. არსებული კოვიდ სიტუაციის გამო, ამ კვირიდან ყველა მათგანი სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ ამ ფაქტის მთავარი მიზეზი სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში პედაგოგების დაინფიცირება გახდა. მათივე ინფორმაციით ამ სამუსიკო სასწავლებლებში, ისევე როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლასა და ხელოვნების სკოლაში, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. სწავლის აღდგენა პირველი ნოემბრიდან იგეგმება.