იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში თანამშრომლებს ახალი მერი წარუდგინა
27.10.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში თანამშრომლებს ახალი მერი წარუდგინა. ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი მაქსიმუმს გააკეთებს და მუნიციპალიტეტს ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.