ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა
27.10.2021
უკან დაბრუნება
ბაღდათი-აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით პროექტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია 10 კმ-იანი მონაკვეთი, მომდევნო წელს, ასევე, 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.