შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში არსებული 32 საჯარო სკოლიდან ამ ეტაპზე 8 სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული
27.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში არსებული 32 საჯარო სკოლიდან ამ ეტაპზე 8 სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი ნინო მამრიკიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ქალაქში არსებული სკოლებიდან დისტანციურ რეჟიმზე 58 კლასი იმყოფება. დაახლოებით 2 600მდე მოსწავლე დღეს ონლაინ რეჟიმში სწავლობს. ის ასევე სკოლის პერსონალის ტესტირებებზე საუბრობს რომელიც პედაგოგებს როგორც წესი ყოველ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ.