ცესკოს თავმჯდომარემ მორიგი ბრიფინგი გამართა.
გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიმართა, რდა მათ არჩევნების მეორე ტურის მაღალ დონეზე ჩასატარებლად მაქსიმალურის გაკეთებისკენ მოუწოდა.
მისივე ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაცია, 40 საოლქო საარჩევნო კომისია და 1870 საუბნო საარჩევნო კომისია აგრძელებენ მუშაობას არჩევნების მეორე ტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. კალამდარიშვილმა ასევე მოუწოდა ამომრჩეველს რომ გამოიყენონ მათი კონსტიტუციური უფლება და მივიდნენ არჩევნებზე.