შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსი გამართა
27.10.2021
უკან დაბრუნება
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსი გამართა რითაც საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა. როგორც წულაია აცხადებს, ქუთაისის მერიის თანამშრომლების 90% დღეს ქალაქში არ იმყოფება. იქ მომუშავე პერსონალის არყოფნით დაცარიელებულ შენობას კი გარეშე პირთაგან დაცვა სჭირდება. სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსმა, მერიის შენობაში სიმბოლურად ბოქლომი დატოვა. წულაია აცხადებს, რომ ქვეყანაში ფასების ზრდისა და გამძლავრებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მმართველი პარტია არასწორად ანაწილებს ბიუჯეტს. ეს ყველაფერი კი ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე.