ხარაგაულის კოვიდკლინიკაში ამჟამად 13 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს
26.10.2021
უკან დაბრუნება
ხარაგაულის კოვიდკლინიკაში ამჟამად 13 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან ჟანგბადდამოკიდებული მხოლოდ სამი პაციენტია. ფილტვების მაღალი დაზიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი მკურნალობს, ხოლო ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ვანის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას, აქ 48 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.ეპიდემიოლოგ ელენე ახობაძის თქმით 48 ინფიცირებულიდან ცხრა სკოლის მოსწავლეა, ხოლო ორი პედაგოგი. მისივე თქმით ბოლო ერთი კვირის მანძილზე ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.