გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის "ბერგჰოფის ფონდი" პროექტის ფარგლებში ქუთაისის ბიოგრაფიულ სალონში შეხვედრა გაიმართა
26.10.2021
უკან დაბრუნება
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის "ბერგჰოფის ფონდი" პროექტის ფარგლებში ქუთაისის ბიოგრაფიულ სალონში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წინაპირობები და ესკალაციის პერიოდი. მოწვეულმა სტუმარმა ბელა კუპრეიშვილმა, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულია აფხაზეთის ომის ქრონიკები და მის თვალწინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ასევე მან საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. ბიოგრაფიული სალონი მოიცავს რამდენიმე ქალაქს. ქუთაისში კი ის 2021 წელს გაიხსნა. დაგეგმილია მსგავსი ტიპის არაერთი შეხვედრა.