ეკატერინე ტიკარაძე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტ-ექიმებთან ერთად, იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
25.10.2021
უკან დაბრუნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტ-ექიმებთან ერთად, იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო.