ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31 ტურში ქუთაისის ტორპედომ სტუმრად თელავში ადგილობრივ გუნდთან შეხვედრა გამართა
25.10.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31 ტურში ქუთაისის ტორპედომ სტუმრად თელავში ადგილობრივ გუნდთან შეხვედრა გამართა.მატჩის პირველი ნახევარი ტორპედოელების სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 3-1 დასრულდა. გოლები ტორპედოელებმა თორნიკე ახვლედიანმა და დიმიტრი რეკიშმა გატანეს. მასპინძლებიდან კი გოლი რაფაელ შუკვურამ გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარში მიუხედავათ შექმნილი უამრავი საგოლე მომენტების მეტოქეებმა ბურთის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩიც ტორპედოელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.მოპოვებული სამი ქულით ტორპედო გათამაშების ცხრილში კვლავ მერვე პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას გუნდი რამაზ შენგელიას სახ.ცენტრალურ სტადიონზე ამჟამად გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ გორის დილასთან გამართავს , თამაში 31 ოქტომბერს შედგება.