ქუთაისის 37 ბაგა ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი 16 მათგანში შეწყდა
25.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის 37 ბაგა ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი 16 მათგანში შეწყდა. მიზეზი კოვიდინფექციის გავრცელებაა. დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა დასწრების მცირე მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით რეგისტრირებული 8000 ბავშვიდან დღეს 930 აღსაზრდელი გამოცხადდა. მან ასევე, ბაგა-ბაღებში გათბობის ჩართვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულებებში გათბობა 1 ნოემბრიდან ჩაირთვება.