კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების 1 ტურის მატჩი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა
23.10.2021
უკან დაბრუნება
კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების 1 ტურის მატჩი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ქუთაისი2010-მა თბილისის ვერას უმასპინძლა. შეხვედრა ქუთაისელების სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით სარეკორდო ანგარიშით 132-96 დასრულდა.აღსანიშნავია ის რომ,მატჩის ოთხივე პერიოდი მასპინძლების გამარჯვებით წარიმართა.თამაში კოვიდ რეგულაციების გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა. მეორე ტურის მატჩში ქუთაისელი კალატბურთელები სტუმრად რუსთავის ადგილობრივ გუნდს ეწვევიან. თამაში 1ნოემბერს ჩატარდება.