საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ქუთაისს ეწვია
23.10.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ქუთაისს ეწვია. თეა წულუკიანმა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი და ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და მუზეუმების ხელმძღვანელობასთან ერთად მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელა. მინისტრმა მუზეუმების ხელმღვან პირებს სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში. ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურული გამოწვევები. ასევე ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელობას აქვს სურვილი, რომ გააფართოვოს საგანმანათლებლო საქმიანობა, რაზეც მათი თქმით, ქუთაისში დიდი მოთხოვნაა.