ჩხობაძის სახელობის სამედიცინო კლინიკაში ამ ეტაპზე 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს
22.10.2021
უკან დაბრუნება
ჩხობაძის სახელობის სამედიცინო კლინიკაში ამ ეტაპზე 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 13 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება ლეტალურ მაჩვენებელს, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით ხუთი ასაკოვანი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამავე კლინიკაში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ როგორც პი სი არ, ასევე სწრაფი ანტიგენის ტესტები. როგორც სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, ტესტირების მსურველთა რაოდენობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია ..