23-24 ოქტომბერს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მე13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
22.10.2021
უკან დაბრუნება
23-24 ოქტომბერს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მე13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას, ისე როგორც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, წელსაც თემატური ხასიათი ექნება. მომხსენებლები საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეს კახეთსა და ამ კუთხიდან წამოსულ საზოგადო მოღვაწეზე ისაუბრებენ ეს გახლავთ მწერალი, პუბლიცისტი და დრამატურგი ბარბარე ჯორჯაძე. მიუხედავად იმისა, რომ თემატური კონფერენცია ზოგადად ზღუდავს მომხსენებელთა რაოდენობას, წელს მათი რაოდენობა 35ს შეადგენს. მათ შორის არიან მუდმივი მომხსენებლებიც და ისინიც, ვინც პირველად მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია ორდღიანია, იმუშავებს ორი პლენალური სხდომა და იქნება ორი სექცია. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კონფერენციები მიეძღვნა ქუთაისს, სვანეთს, აჭარასა და ქართლს. მისი იდეის ავტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი აწ გარდაცვლილი ტარიელ ფუტკარაძეა, რომელმაც კონფერენცია 2009 წელს დააარსა.