ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა
20.10.2021
უკან დაბრუნება
ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა, იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს იურისტებს იურისტებთან ერთად მომზადებული სარჩელი გააცნო,რომლის მიხედვით იგი ტელეკომპანია "მთავარის "გენერალური დირექტორის ნიკაგვარამიასა და ტელეკომპანია "მთავარის "ჟურნალისტის ეკა გაგუას მიერ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ითხოვს, რომ იგივე ტელევიზიამ საჯაროდ უარყოს ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით. საქმის მოგების შემთხვევაში თანხა გადაირიცხება ააიპ საქველმოქმედო ფონდში "ქუთაისი" ,რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულთა დახმარებაა. ჩვენ თემაზე საპასუხო ინტერვიუსთვის ნიკა გვარამიას დავუკავშირდით, მან აღნიშნა რომ ხახალეიშვილის გამოსვლაზე კომენტარს არ გააკეთებს.