შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მასწავლებლების 65% აცრილია
20.10.2021
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მასწავლებლების 65% აცრილია, თუმცა, სკოლებში ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს. მინისტრის მოადგილის თქმითვე, ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში სწავლებას 150 სკოლა განაგრძობს. „ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტი 65-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია, ზოგიერთ სკოლაში შედარებით დაბალია. ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, ეს იყოს 80%-ზე მეტი. - განაცხადა გაბუნიამ.