ქუთაისელი იოანე ხვარეშია პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
20.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისელი იოანე ხვარეშია პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია! ქუთაისელმა ჩუბინმა ბელგრადში მიმდინარე "იშტვან პოლიანაკის VII მემორიალზე“ გაიმარჯვა ახალგაზრდებს შორის.10 მეტრიდან პნევმატური იარაღით სროლაში შეჯიბრი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდი 2021 წლის 6-11 ოქტომბრის შუალედს მოიცავდა. საქართველოს სახელით მონაწილეობა ხუთმა სპორტსმენმა მიიღო. ქართველებმა ქვეყანაში 7 მედალი-4 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ჩამოიტანეს. როგორც ამ შეჯიბრში მონაწილე ჩვენი თანაქალაქელი სპორტსმენი აცხადებს, ის სპორტის ამ სახეობით სამი წლის წინ დაინტერესდა. ჩემპიონატზე პირველი ადგილი ცალკეულ სროლაში, ხოლო მესამე შერეულ წყვილთან მოიპოვა.