სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“ პროექტის „მერების შეთანხმების დოკუმენტის მონიტორინგი და ადვოკატირება“ პრეზენტაცია გამართა
20.10.2021
უკან დაბრუნება
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“ პროექტის „მერების შეთანხმების დოკუმენტის მონიტორინგი და ადვოკატირება“ პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ არის მოცემული ინფორმაცია. მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა. იგი ათასობით ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა , რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება.
ქუთაისი ევროკავშირის ინიციატივას „მერების შეთანხმება“ 2011 წლის 15 ივლისს შეუართდა და მემორანდუმზე ხელმოწერით აიღო ვალდებულება.