ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო
20.10.2021
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საიმედო პროგნოზი არ არის და ხისტი გადაწყვეტილებებია საჭირო. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოოდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაიცა დავალება, რომ გარკვეული გადაწყვეტილებების თაობაზე მომზადდეს პაკეტი. მან ასევე დაადასტურა, რომ შეზღუდვების დაწესების მომხრეა. მისივე თქმით ისევე როგორც ევროპაში შესაძლებელია საქართველოშიც ამოქმედდეს ე.წ მწვანე პასპორტი, თუმცა როდის ჯერ ჯერობით უცნობია.