ქუთაისის მერობის კანდიდატთან იოსებ ხახალეიშვილთან აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტების “DRIVE DEMOCRACY” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა
19.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერობის კანდიდატთან იოსებ ხახალეიშვილთან აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტების “DRIVE DEMOCRACY” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამისა და გარემოს შესახებ იმსჯელეს. მერობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამა გააცნო შეხვედრაში მონაწილეებს.
მერობის კანდიდატმა დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა,
დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების დამკვიდრების ნაწილში იოსებ ხახალეიშვილმა არაკორექტული კამპანიის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის სადისკრედიტაციოდ დაიწყო. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს მედიით ტირაჟირებული ცილისწამებებისგან საკუთარი სიმართლის დასაცავად.