შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის რეგიონში ეპიდ ვითარება გართულებულია
19.10.2021
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონში ეპიდ ვითარება გართულებულია. დადებითობის დღიური მაჩვებნებელი 12-დან 13 %-ის ფარგლებში მერყეობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ რეგულაციებისა და რეკომენდაციის დაცვის პარალელურად ვაქცინაციის პროცესი უმნიშვნელოვანესია. გოჩა გიორგიძის თქმით, სხვა რეგიონებთან შედარებით იმერეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და სწორედ ამითაა განპირობებული ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. იმერეთში სულ იმუნიზაციის სამიზნე 60% დან 42 % ია აცრილი, რაც გიორგიძის თქმით საკმაოდ დაბალი ციფრია.