კოვიდფ ვითარება რთულდება ქუთაისის სააღმზრდელო დაწესებულებებშიც
19.10.2021
უკან დაბრუნება
კოვიდფ ვითარება რთულდება ქუთაისის სააღმზრდელო დაწესებულებებშიც. ქალაქის 37-ი ბაგა ბაღიდან ფუნქციონირება 18 მათგანმა შეწყვიტა. 5 ბაღში კი წერტილოვანი შეზღუდვებია. მიზეზი პედაგოგებისა და აღსაზრდელების კოვიდინფიცირებაა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში მთლიანად ბაღების დაკეტვის საჭიროება დადგება.