შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29ტურის ეგრეთ წოდებული ქართული კლასიკო თბილისში დინამო არენაზე შედგა
18.10.2021
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29ტურის ეგრეთ წოდებული ქართული კლასიკო თბილისში დინამო არენაზე შედგა,სადაც ადგილობრივმა დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.შეხვედრა სანახაობრივად საინტერესო და დაძაბული გამოდგა.მატჩის დასაწყისში მასპინძლებმა გოლის გატანა ტორპედოელთა კარში შეძლეს,ბურთი ჰოლანდიელმა ლეგინერმა სპორკსლედემ გაიტანა. მიუხედავად თამაშის მსვლელობისას უამრავი საგოლე მომენტების შექმნისა როგორც სტუმართა ასევე მასპინძლის კართან ,მეტი გოლი არ გასულა და შეხვედრაც შესაბამისად მასპინძლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა.გათამაშების ცხრილში დინამო კვლავ მეორე პოზიციაზეა,ხოლო ტორპედო მერვეზე.მომდევნო მატჩს ქუთაისელები შინ 20 ოქტომბერს გამართავენ სადაც საბურთალოს შეხვდებიან, თამაში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.