ქუთაისის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა მზარდია
18.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა მზარდია. მათი რაოდენობა 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით ქალაქში 7349 ოჯახს შეადგენს. . დახმარების მიმღები არიან როგორც 65000მდე ქულის მფლობელი, ასევე 120.000 ქულის მქონე ოჯახები. ბენეფიციარები შემწეობის პარალელურად სარგებლობენ ისეთი ბენეფიტებით, როგორიცაა ელექტრო ენერგიის შეღავათი, მიზნობრივი საყოველთაო დაზღვევა და სხვა თვითმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამები. იმერეთის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდა პანდემიას უკავშირდება, რადგან წელიწად ნახევარია სახელმწიფოს განკარგულებით სოციალურ მომსახურების სააგენტოს ოჯახები არ გადაუმოწმებია.