დღეის მონაცემებით ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში თავისუფალი საწოლები აღარ არის
18.10.2021
უკან დაბრუნება
დღეის მონაცემებით ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში თავისუფალი საწოლები აღარ არის და ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 105-ი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის, მათგან ცხრა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 25 მოზარდია . ბოლო 24 საათში კლინიკაში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ნოდარ მაღლაფერიძის თქმით ბავშვებში ვირუსისგან გამოწვეულმა მიმართვიანობამ იმატა, რასაც სასწავლო პროცესის დაწყებას უკავშირებს. მიიჩნევს რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია .