შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს რაგბის კავშირსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის, „აია არენაზე“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
14.10.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს რაგბის კავშირსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის, „აია არენაზე“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს რაგბში ჩართულ სტუდენტებს, განსაკუთრებით კი ეროვნული ნაკრების კანდიდატებს. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობისა და „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები და გამგეობის წევრები. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ქუთაისის უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის "დიდი 10"-ის მოქმედი ჩემპიონის, ქუთაისის "აია"-ს ლიგის გუნდმა ამხანაგური თამაში გამართეს.