კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა
12.10.2021
უკან დაბრუნება
კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა, მიუხედავად ამისა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლები პროტესტს არ წყვეტენ. ამის მიზეზად „დღის ამბებთან“ ვარლამ გოლეთიანი ფაქტობრივი რეალობის არარსებობას ასახელებს, ამბობს რომ „ენკას“ ხეობაში, დასაწყობებული ტექნიკა ჯერ კიდევ არ გაუყვანია. გოლეთიანის თქმით ბრძლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგმება სწორი ენერგოპოლიტიკური ნაბიჯები.