ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისა და შედეგად, მოქალაქეების დაღუპვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დრომდე, საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა
11.10.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისა და შედეგად, მოქალაქეების დაღუპვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დრომდე, საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა ჯერ არ გამოკვეთილა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება გრძელდება და და გაფართოვდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე უცნობია.
რაც შეეხება ნებართვების გამკაცრების საკითხს, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, თუ ნებართვების გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, გამკაცრდება ნამდვილად.