შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტრაგიკულად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში იმართება,სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ
11.10.2021
უკან დაბრუნება
ტრაგიკულად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში იმართება,სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მივიდნენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. ბათუმში მყოფმა პრემიერმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და განაცხადა რომ ტრაგედიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას, აჭარის მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, საცხოვრებელი ფართები და დამატებით ფულად ანაზღაურება გადაეცემათ. პრემიერ-მინისტრმა ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების და რეგულაციების გამკაცრებაც დაანონსა.