შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების მიღების ვადა უკვე ამოიწურა
11.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების მიღების ვადა უკვე ამოიწურა. ოლქში ჯამში 90 საჩივარია შესული. როგორც საოლქოს თავმჯდომარე ლარინა ლალაიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ჯერ არ ამოწურულა. ლალიაშვილის თქმით, ყველა პროცესის დასრულების შემდეგ, არჩევნებიდან 15 დღის ვადაში, შემაჯამებელი ოქმის შედგენა მოხდება.