,,იყავი მეტად ინფორმირებული კლიმატის ცვლილების საკითხებზე“ ასე ქვია პროექტს რომელსაც ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები ერთობლივად ახორციელებს
11.10.2021
უკან დაბრუნება
,,იყავი მეტად ინფორმირებული კლიმატის ცვლილების საკითხებზე“ ასე ქვია პროექტს რომელსაც ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები ერთობლივად ახორციელებს, პროექტის ფარგლებში დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა ზაფხულის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და ისაუბრეს მის გამომწვევ მიზეზებზე. . პრეზენტაციის ბოლოს სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ. ამავე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ქსელი კლიმატის ცვლილების წინნაღმდეგ. ქსელის წევრები უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.