შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის 38-ი საჯარო სკოლიდან წერტილოვნად 22 კლასი იმყოფება დისტანციური სწავლების მოდელზე
11.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის 38-ი საჯარო სკოლიდან წერტილოვნად 22 კლასი იმყოფება დისტანციური სწავლების მოდელზე, ამ ეტაპზე არცერთი სკოლა არ გადასულა სრულად ონლაინ. რაც შეეხება პედაგოგებს ამ მონაცემებით სამი მათგანია კოვიდინფიცირებული . ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ონლაინ სწავლების მსურველთა რაოდენობა მზარდია და ამ დროისთვის 1369 მოსწავლე სარგებლობს დისტანციური სწავლების საშუალებით. ქუთაისში პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა ამ ეტაპზე 75%-მდე გაიზარდა.