მთავრობის მეთაურის თქმით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს
09.10.2021
უკან დაბრუნება
მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ განაცხადა, რაც ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ვერსია არსებობს და რა გახდა ნგრევის მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.