შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ამოყვანილია 8 გარდაცვლილი ადამიანი
09.10.2021
უკან დაბრუნება
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ამოყვანილია 8 გარდაცვლილი ადამიანი. აქედან სამწუხაროდ 4 ერთი ოჯახის წევრია, 35 წლის ქალირომელიც მაშველებმა ნანგრევებში გუშინ იპოვეს დღეს დილით დაიღუპა, სამწუხაროდ უბედურ შემთხვევას მისი ორი მცირეწლოვანი შვილიც ემსხვერპლა , ერთი წლისა და 9 წლის მოზარდები მაშველებმა ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, შესაბამისად 11 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.