შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„თავისუფლება მიშას“ მსგავსი შინაარსის წარწერები დღეს დილით ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა
08.10.2021
უკან დაბრუნება
„თავისუფლება მიშას“ მსგავსი შინაარსის წარწერები დღეს დილით ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა,ყოფილი პრეზიდენტის ფრაზები , გზებზე, გაჩერებებსა და სხვადასხვა ობიექტებზე უცნობმა პირებმა დაწერეს . ჩვენ თემაზე მოსახლეობის აზრით დავინტერესდით აზრი როგორც ხშირ შემთხვევაში ამჯერადაც ორ ნაწილად გაიყო. ერთნი მიიჩნევენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამსახურებულად იხდის სასჯელს და მისი გათავისუფლება სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის ტოლფასი იქნება. ნაწილი კი ამბობს რომ სააკაშვილის დაკავება უსამართლობაა და ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. შეგახსენებთ რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს.