სამეცნიერო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
16.04.2016
უკან დაბრუნება
ცნობილი საზოგადო მოღვაწის სილოვან ხუნდაძის დაბადებიდან 156-ე წლისთავს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია,რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მეორე საჯარო სკოლის ერობლივი ინიციატივით მოეწყო, კონფერენციაში იოსებ ოცხელის სახელობის სკოლის პედაგოგები და უნივერსიტეტოს პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის სილოვან ხუნდაძის ბიუსტი ყვავილებიოთ შეამკეს და მის დამსახურებაზე ისაუბრეს. სანკტ-პეტერბურგში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ 1884 წელს სენაკში პროიმნაზიულ კლასებში სილოვან ხუნდაძე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა, 1888 წლიდან კი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში, იგი ჯერ სკოლის ინსპექტორი, ხოლო იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდეგ დირექტორი იყო. სილოვან ხუუნდაძე ავტორია ქართული ენისა და ლიტერაურის სახელმძღვანელოების, იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.