ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი არიან მოქალაქეები.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, როგორც ჟურნალისტებს აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსმა ირაკლი ბასილაძემ განუცხადა, რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ და მიმდინარებს გამოძიება.