შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში ვირუსი 27 პაციენტს დაუდგინდა
08.10.2021
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში ვირუსი 27 პაციენტს დაუდგინდა, მათშორის ერთი 4 თვის ბავშვია.იზოლაციაში 409 პირი იმყოფება. ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის,ნატო მაჩიტაძის ინფორმაციით,მუნიციპალიტეტში სკოლის ე.წ.კლასტერები გამოიკვეთა. დიმის პირველი საჯარო სკოლის მესამე და მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით პედაგოგები და მოსწავლეები იზოლაციაში იმყოფებიან. სკოლაში ვირუსი 2 პედაგოგს და 2 მოსწაავლეს დაუდასტურდა. ხანისა და წყალთაშუას საჯარო სკოლებში რამდნეიმე კლასი იზოლაციაში იმყოფება. ასევე, იზოლაციაშია ხანის საბავშვო ბაღის ერთი პედაგოგი და მენეჯრი. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, ნატო მაჩიტაძის თქმით, მოსახლეობის მომართვიანობა მცირეა. ჯამში მუნიციპალიტეტში 6540 აცრაა ჩატარებული. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით ჯამში 105 ადამიანია ინფიცირებული ,აქედან სტაციონარში 15 იმყოფება..მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში ლეტალობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც ხარაგაულის ექიმი-ინფექციონისტი ირინე გელაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მუციპალიტეტში 3 სკოლის მოსწავლეა ინფიცირებული,საუბარია წყლაფორეთისა და ხევის სკოლების მოსწავლეებზე. სკოლა დახურულია და ონლაინ რეჟიმზეა გადასული.სოფელ ხევში კი იზოლაციაში მხოლოდ ერთი კლასი იმყოფება. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, რეგიონში მოსახლეობის ჩართულობამ ამ კუთხით საგრძნობლად იკლო.