შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომა გაიმართა
07.10.2021
უკან დაბრუნება
დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომა გაიმართა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუ ვინ აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე, 12-15 წლის მოზარდების კატეგორიაში აცრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე მიიღება. „რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. განაცხადა გაბუნიამ.