იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა
06.10.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა, დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. " სკოლას სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოებისთვის 2 500 000-მდე ლარი დაიხარჯა. აღნიშნული სკოლით 5 მიმდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე არის რეგისტრირებული. მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა. სოფელ ვერტყვიჭალას სკოლა 330 ბავშვზეა გათვლილი.