შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა
05.10.2021
უკან დაბრუნება
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში ამაგდარ პედაგოგებს უმასპინძლეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ 6 ამაგდარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოეს. მედეა კალანდარიშვილს, ეთერ ბალანჩივაძეს, ვალენტინა ჩირგაძეს, ქეთევან ასათიანს, შაზინა ზურაბიანს და როზა დევდარიანს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ ორგანიზებული ამაგდარ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება ტრადიციულად , ყოველ წელს იმართება.