შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს
05.10.2021
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. ამასთან, გამყრელიძის თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების დარღვევა არაა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით, პანდემიის დროს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მანდატორული წესის შემოღება შესაძლებელია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით სრულ მანდატორიზმზე გადასვლამდე, ყველა სხვა მეთოდი უნდა გამოიცადოს.