როგორც უკვე ავღნიშნეთ დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
04.10.2021
უკან დაბრუნება
როგორც უკვე ავღნიშნეთ დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. სწავლის პროცესი ქუთაისის უკლებლივ ყველა სასწავლო დაწესებულებამაც აღადგინა. ჩვენ რამდენიმე მათგანი მოვინახულეთ და დავინტერესდით რას აცხადებენ დირექტორები სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით. მათ შორის გავესაუბრეთ ანდრია რაზმაძის სახელობის N41 საჯარო სკოლის დაწყებითი სწავლების ხელმძღვანელს. მერაბ გრიგოლაშვილის განცხადებით სკოლაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ყველა რეგულაცუია დაცულია, დაწესებულება აღჭურვილია სადენზინფექციო საშუალებების მარაგით და რომ მოსწავლეებს სწავლა უსაფრთხო გარემოში შეეძლებათ.