შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 2021 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისში საკუთარი არჩევანი სულ 68. 511 პირმა დააფიქსირა
04.10.2021
უკან დაბრუნება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 2021 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისში საკუთარი არჩევანი სულ 68. 511 პირმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩეველის 44, 53 %-ია. ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით,მმართველმა პარტიამ ხმების 39.26 % მიიღო, მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 37.51%-ით. ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა უნდა დაიწყოს. კომისიაში 70- მდე საჩივარია შესული. მათი უმრავლესობა კენჭისყრის დღეს არის დაწერილი, სამი საჩივარი კი კომისიაში სამ ოქტომბერს შეიტანეს. მათი უმეტესობა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი. საჩივრის ტექსტი ასევე შეადგინეს პარტია "საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" დამკვირვებლებმა. ორი საჩივარი დაწერა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", ხოლო ერთი "სამართლიანმა არჩევნებმა". საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის თქმით, ყველა საჩივარზე მოკვლევა მიმდინარეობს.