ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული ხუთი უბნის შედეგებს თავიდან ითვლის
04.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული ხუთი უბნის შედეგებს თავიდან ითვლის.
ხმების ხელახალი გადათვლა #43-ე, #66-ე, #102-ე, #109-ე და # 110-ე უბნებზე მოხდება. კანონის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიამ, არჩევნების დასრულების შემდეგ, ნებისმიერი ხუთი უბნის შედეგები თავიდან უნდა დათვალოს.
ინფორმაციისთვის გეტყვიით რომ, ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში, არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას გასამარჯვებლად ხმების რაოდენობა არ ეყო, რის გამოც ამ ქალაქებში მეორე ტური ჩატარდება., ასევე მეორე ტური მერის ასარჩევად იმერეთის მუნიპალიტეტის სამ ქალაქში ბაღდათში წყალტუბოსა და ქუთაისში გაიმართება.