შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მოქმედ 124- ივე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 8 საათზე შეწყდა
02.10.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში მოქმედ 124- ივე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 8 საათზე შეწყდა. დაიხურა ქალაქის მასშტაბით მოქმედი ყველა საარჩევნო უბანი. ამჟამად, ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. ჩვენ 28-ე საარჩევნო უბნის დახურვას დავესწარით. როგორც თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, დღის მანძილზე ამომრჩეველთა აქტიურობა შეიმჩნევა. რაიმე დარღვევას ან ექსესს ადგილი არ ქონია. შეგახსენებთ, რომ მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.